ამერიკა 132 მილიონი დოლარით დაეხმარება საქართველოს - სენატმა ახალი დოკუმენტი მიიღო

11/11/2020
MULTIMEDIA GE-ის მიერ

ფინანსური დახმარების დოკუმენტში, ამერიკამ 15 პროცენტიანი შეყოვნების დათქმა ამოიღო. ამის შესახებ პარტია \":ქართული ოცნების\" სიის წევრმა გიორგი ხელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

\"ამერიკის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა,რომელიც ფინანსებს განკარგავს, საქართველოსთვის დაამტკიცა უპრეცედენტოდ მაღალი დახმარება, ისტორიული მაქსიმუმი, 132 მილიონ დოლარზე მეტი. ჩვენ ამ უპრეცედენტო დახმარებას ძალიან ვაფასებთ\"- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა. მისი თქმით, ეს არის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აწევის პოლიტიკური გზავნილი.

\"გახსოვთ ალბათ სპეკულაციები საქართველოსთვის ლამის სანქციების დაწესების თაობაზე. როგორც იცით ოპონენტების დახმარებით, ზაფხულში ამ დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი ამ დახმარების 15 პროცენტის შესაძლო შეყოვნების თაობაზე, საბოლოო დოკუმენტში ეს დათქმა მთლიანად არის ამოღებული, რაც არის იმის ნიშანი, რომ აშშ მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს სწორ განვითარებას, იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომელიც უწყვეტად მიმდინარეობს ჩენ ქვეყანაში. ქართველი ხალხის სახელით, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ გულუხვი დახმარებისთვის\"- განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9
MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან