სააკაშვილი ოპოზიციისგან ხელისუფლების „გადაგდებას“ მოითხოვს
მთავრობის ჩამოგდება, მასობრივი აქციები და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, - ეს არის დავალება, რომელიც სასამართლო დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას და მხარდამჭერებს მისცა. 7 ნოემბრის აქციის და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის გახმაურებულ საქმეზე გამართული დღევანდელი სასამართლო პროცესი ყოფილმა პრეზიდენტმა კვლავ პოლიტიკური განცხადებებისა და მოწოდებებისთვის გამოიყენა. ექს-პრეზიდენტმა ოპოზიციურ პარტიებს „პარლამენტარობანას თამაშის“ დასრულებისკენ და ქუჩისკენ მოუწოდა. დარბაზში ვითარება არაერთხელ გამწვავდა. სააკაშვილმა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართა მოსამართლეს და პროკურორს. გამოსვლის დროს ყოფილმა პრეზიდენტმა პარალელები უკრაინაში მიმდინარე ომსა და 7 ნოემბრის მოვლენებს შორისაც გაავლო, ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზეც და საკუთარ თავს კიდევ ერთხელ უწოდა პუტინის ტყვე. არ არის გამორიცხული, რომ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მოწოდებები პროკურატურის შესწავლის საგანი გახდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯაფარიძე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებზე
Girchi • გირჩი
ძალიან არ მომწონს ამ პუნქტების საიდუმლოდ დატოვება და ეს ჩემი...
Girchi • გირჩი
მიშას ერთპიროვნულად მოსვლა ბიძინასთვის, ჩემთვის და ზოგადად,...
Girchi • გირჩი
მხარეები მიჩვეულები არიან ერთმანეთთან ჩხუბით საზრდოობას, რაც...
Girchi • გირჩი
#მოამბე 21 საათზე, 9 ნოემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის გმირი პატრიარქი ფილარეტი საქართველოსა და სააკაშვილზ...
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურებები პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster