სალომე ზურაბიშვილმა „ქალთა ფორუმს“ უმასპინძლა


9 აპრილთან დაკავშირებით, ქალთა ფორუმს უმასპინძლა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა, მაშინდელი მოვლენების მნიშვნელობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრა. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მტკიცე სამოქალაქო პოზიციის დაცვისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა 9 აპრილის ცნობილი ფოტოს გმირი - ნანა მახარაძე და მარტის აქციების მონაწილე ნანა მალაშხია, რომელსაც პრეზიდენტმა ჯილდო საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამოჩენილი აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის გადასცა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან