„გვახსოვს“ - ექსპოზიცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში

27.09.2018 01:09

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია სახელწოდებით „გვახსოვს“ გაიხსნა. გამოფენა აფხაზეთის ომში ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის გადაღებულ 112 ფოტოს მოიცავს. ექსპოზიცია საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფის „აფხაზეთი“ ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენა ხვალიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ფოიეში სამი დღით გადაინაცვლებს. ექსპოზიციის ნახვა დამთვალიერებელს 30 სექტემბრამდე შეეძლება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: