შეხვედრა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან
პრეზიდენტი დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში მხარეებმა წინასაარჩევნო პროცესები და ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს, ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციასა და მის დაძლევაზე. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა პროცესში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს. პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მწვავე პოლარიზაციის გამო ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ოკუპაცია, პანდემია და ვაქცინაცია, რეგიონული და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები ყურადღების მიღმა რჩება და არჩევნების შემდეგ ქვეყანამ აქტიურად უნდა განაგრძოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება. ევროპარლამენტარების დელეგაციას საქართველოს პრემიერიც შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება პირველი ტურის მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მშვიდ ვითარებაში, გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს, რათა არავითარი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ევროკავშირის ელჩებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროპარლამენტის სოციალ--დემოკრატთა ალიანსთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან
Irakli Gharibashvili
შეხვედრა ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დელეგაც...
Giorgi Kvirikashvili
შეხვედრა ევროპარლამენტის ფრაქცია სოციალისტებისა და დემოკრატე...
MOF Georgia
შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციასთან
Giorgi Kvirikashvili
შეხვედრა ევროპარლამენტის დელეგაციასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროპარლამენტის ფაქტების დამდგენი მისიის წარმომადგე...
Giorgi Kvirikashvili