ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ბელარუსი დაამარცხა

11.08.2018 00:44

თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ბელარუსი 32:24 დაამარცხეს. უჩვეულო შედეგიანობა აჩვენა გიორგი ცხოვრებაძემ - მის ანგარიშზე 20 გოლია. მეკარე იური სილაგაძემ კი მოწინააღმდეგეს გოლი საკუთარი კარიდან გაუტანა. ორი თამაშის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველო ჯგუფში ლიდერია. ჭაბუკთა ნაკრები მესამე შეხვედრას ორშაბათს, 17:00 საათზე საბერძნეთთან გამართავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: