ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ბელარუსი დაამარცხა


თბილისის ახალ ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენებმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ბელარუსი 32:24 დაამარცხეს.

უჩვეულო შედეგიანობა აჩვენა გიორგი ცხოვრებაძემ - მის ანგარიშზე 20 გოლია. მეკარე იური სილაგაძემ კი მოწინააღმდეგეს გოლი საკუთარი კარიდან გაუტანა. ორი თამაშის შემდეგ მოპოვებული სამი ქულით საქართველო ჯგუფში ლიდერია.

ჭაბუკთა ნაკრები მესამე შეხვედრას ორშაბათს, 17:00 საათზე საბერძნეთთან გამართავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან