პროექტს \"Check In Georgia\" საქართველოში მოქმედი ბიზნესწრეების წარმომადგენლები უერთდებიან. კომპანია აიჯი მოლი მთავრობის მიერ ინიცირებული პროექტის \"Check In Georgia\" პარტნიორია. 23 მაისს, აიჯი მოლში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კომპანია აიჯი მოლის დირექტორმა გიორგი სამხარაძემ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. ამ ეტაპზე პროექტს \"Check In Georgia\" უკვე შემოუერთდა საქართველოში მოქმედი 20-ზე მეტი ბიზნესსექტორის წარმომადგენელი; მათ შორისაა - ლოიალ კაპიტალ გრუპი, საქართველოს ბანკი, თიბისი, მეტრო, სოკარი, ვისოლი, თეგეტა მოტორსი, VTB ბანკი,ბლექსი ჯგუფი, შილდა, T\u0026R დისტრიბუცია, განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების ფონდი, ომეგა, პროგრეს ბანკი, West Invest, ბორჯომი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რუსალოს, გალფი, ატლსაგლობალი, აიჯი მოლი, სილქ როუდ ჯგუფი, შპს კანტი, კომპანია ნატახტარი. შემუშავებულია სპეციალური საპარტნიორო პაკეტები, რომელიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, პროექტის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებაზე წარმოჩინდნენ, როგორც \"Check In Georgia\"-ს პარტნიორები; მომხმარებელს შესთავაზონ საინტერესო მარკეტინგული ინიციატივები. კომპანიების პოზიციონირება მოხდება დაგეგმილი სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობისას, ამასთან, პროდუქტის მწარმოებელი, თუ მიმწოდებელი კომპანიები ღონისძიებებზე წარმოდგენილი იქნებიან საკუთარი პროდუქციით. აღნიშნული კომპანიების მხრიდან საპარტნიორო პაკეტების სანაცვლოდ მიღებული მთლიანი შემოსავალი დაახლოებით 6 000 000 ლარს შეადგენს.
http://culture.gov.ge/
http://culture.gov.ge/