იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები
10 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ხელოვნების სასახლეში იოსებ სუმბათაშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნლი გამოფენა გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, შედგა ასევე კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. მასში შესულია როგორც საქართველოში, ისე რუსეთის სახელმწიფო და კერძო კოლექციებში დაცული იოსებ სუმბათაშვილის ნამუშევრები. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი გიორგი გეგეჭკორი ესწრებოდა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო კინოსა და თეატრის ესკიზები და პორტრეტები, რომელიც ხელოვნების სასახლისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის არქივებშია დაცული; დამთვალიერებელმა ასევე იხილა ნამუშევრები არჩილ გელოვანისა და ალექსანდრე ბაგრატიონის პირადი კოლექციებიდან; ექსპოზიციაზე გამოიფინა მედეა ჯაფარიძის კოსტიუმიც, სპექტაკლიდან „რომეო და ჯულიეტა“. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ტრაექტორია- იოსებ სუმბათაშვილის გამოფენა
Artareatv
ხელოვნების სასახლეში იოსებ სუმბათაშვილის იუბილეს აღსანიშნად...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იოსებ ბაჯო ტლაშაძე | ნიჭიერი, ფინალი
Nichieri
საღმრთო ლიტურღია | ქადაგება 26.07.2020
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore
იოსებ გრიშაშვილი კითხულობს ლექსს „ჩემი აღმართი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იოსებ გრიშაშვილის ხმა ,,მინდა ავცელქდე''
BTtv
იოსებ გრიშაშვილი კითხულობს ლექსს „დუდუკის საარი ქარს აღარ მო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
იოსებ გრიშაშვილი - გამოთხოვება ძველ თბილისთან
Accessible To All