ირაკლი ალასანია „სერჟანტთა მომზადების სკოლაში"

11.07.2013 01:16

„სერჟანტთა მომზდების სკოლაში" საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა საკარიერო ათეულისა და ოცეულის მეთაურების კურსები დასრულდა. გამოშვების საზეიმო ცერემონიალი თელავში, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. ირაკლი ალასანიამ კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადასცა.
„ათეულის მეთაურის" 5-თვიანი ძირითადი კურსი 82-მა სამხედრო მოსამსახურემ დამთავრა, 46-მა სამხედრომ კი „ოცეულის მეთაურის" კურსი 4 თვის განმავლობაში გაირა.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10P6lj1

გაზიარება:
BacklinkLog