ომი უკრაინაში - 219-ე დღე
გასული 24 საათის განმავლობაში რუსებმა უკრაინის ტერიტორიებზე 5 სარაკეტო და 11 საავიაციო დარტყმა განახორციელეს. დამატებით 100 დარტყმა განხორციელდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით. დაზარალდა 50-მდე დასახლება. ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ დილით რუსებმა ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 23 და დაშავებულია 28 ადამიანი. ისევ დაიბომბა დონეცკის ოლქი, დაიღუპა რვა და დაშავდა 17 ადამიანი. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ქალაქ მიკოლაევში. დაშავებულია 8 პირი. პარალელურად, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებულმა ძალებმა 11 მიმართულებით მოიგერიეს ოკუპანტების შეტევები. ამასთან ერთად, რუსების პოზიციებზე განხორციელდა რამდენიმე სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა, განადგურებულია ოთხი სამეთაურო პუნქტი, რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 უბანი და საბრძოლო მასალის ექვსი საწყობი. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ლიმანში რუსების ძალები ალყაში მოაქციეს და სამი მიმართულებიდან ცდილობენ შეტევის განხორციელებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 67-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ევროპული არჩევანი არის ჩვენი უალტერნატივო გადაწყ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
TV IMEDI
ყველა სიბინძურეში აქვს ბიძინას ფეხი! ამ პათოლოგში ანტიქართულ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
რუს პროპაგანდისტებს ისტერია აქვთ. სიურპრიზები იქნება ფრონტის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ფ. 2.20: მოქალაქე - ჯარისკაცი
რადიო თავისუფლება
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster