კრაფინი
ყველა რეცეპტი, ბლოგზე https://bakewithsophie.com/ რეცეპტი: აპარა: ფქვილი - 2 ს/კ საფუარი მშრალი - 6 გრ რძე თბილი - 80 მლ/ლ შაქარი - 1 ჩ/კ შევურიოთ და გავაჩეროთ 10 - 15 წთ სანამ არ გააქტიურდება საფუარი. ცომი: ფქვილი - 350 გრ კარაქი გამდნარი - 40 გრ ფორთოხლის ქვენი - 30 მლ/ლ ცედრა - 1 -2 ს/კ კვერცხი - 1 ც კვერცხის გული - 2ც შაქარი - 80 გრ მარილი - 1/2 ჩ/კ კვერცხი კარგად ამოვიყვანოთ შაქართან ერთად და დავუმატოთ ფქვილს, ასევე დავუმატოთ აპარა, ფორთოხლის წვენი, ცედრა, მარილი, გამდნარი კარაქი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. ცომი შევფუთოთ და შევინახოთ თბილ ადგილას 1.5 - 2 საათით სანამ მინიმუმ არ გაორმაგდება. მიღებული ცომი გავყოთ 3 თანაბარ გუნდად და თითოეული გავაბრტყელოთ რაც შეიძლება თხლად. გადავუსვათ 100 გრ რბილი კარაქი , მოვაყაროთ მუსკატის კაკალი (ჯავზი) - 1 ჩ/კ , ქიშმიში - 80 გრ და გადავახვიოთ. გავაჩეროთ ფორმაში 40 წთ - 1 სთ, რომ ცომმა დაისვენოს და მსუბუქად ამოფუვდეს. გამოვაცხოთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში ჯერ 200 გრადუსზე - 10 წუთი, შემდეგ 180 გრადუსზე - 20 წუთი. გემრიელად მიირთვით
Bake With Sophie-ის სხვა ვიდეოები
07:51
სააღდგომო პასკა - Bake With Sophie
06:01
ტარტ ტატენი
10:07
გემრიელი პური - სწრაფად და მარტივად
07:26
საკარანტინე შტრუდელი - ვაშლით და ბანანით :)
34:13
პანეტონეს მომზადება დედა საფუარის გამოყენებით.
17:54
სანდრას დაბადების დღის შოკოლადის ტორტი - უგემრიელე...
15:59
ნამცხვარი იდეალი - ეს უნდა მოამზადოთ !
20:47
ტრადიციული პასკის მომზადება
მსგავსი ვიდეოები
კაფინის ს სტენდი EIMA2021
GREEN SOLUTIONS - GREEN TV Roman Chkhenkeli
ჰეშთეგი - კრაინის კონტრშეტევა და პუტინის ბირთვული შანტაჟი
Ajara TV
ჟოაო გომეშ კრავინიო: დასუსტებული დემოკრატია და ევროკავშირთან...
რადიო თავისუფლება
ქრონიკა 20:00 საათზე - 28 იანვარი, 2022 წელი
TV IMEDI