ჟოაო გომეშ კრავინიო: დასუსტებული დემოკრატია და ევროკავშირთან დაახლოება ერთმანეთთან შეუთავსებელია
„2022 წლის 24 თებერვალს გავაცნობიერეთ, რომ გვაქვს ომი ევროპის კონტინენტზე. თუმცა ეს იყო ძალიან ნელი პროცესი და ახლა, როცა უკან ვიხედებით, იმდენ სიგნალს, იმდენ ნიშანს ვხედავთ, რომელიც მაშინვე უნდა ამოგვეცნო, როგორც ამ ტრანსფორმაციის ნაწილი. ვინაიდან, 2022 წლის 24 თებერვალი კი ერთი დღე იყო, მაგრამ ის დიდხანს, წლების განმავლობაში მზადდებოდა“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟოაო გომეშ კრავინიო, სხვადასხვა დროს პორტუგალიის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი. ის იხსენებს რუსეთის მოქმედებებს, რომლებიც თავის დროზე არასათანადოდ იყო შეფასებული, მათ შორის „აგვისტოს ომსაც“: „2008 წელს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, ჩვენ ვერ გავიაზრეთ, რომ ეს იყო რუსეთისთვის დამახასიათებელი ქცევის ნაწილი. გვეგონა, ეს იყო განსაკუთრებული მოვლენა“. კრავინიო ლაპარაკობს საქართველოში დღეს არსებულ ვითარებასა და საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზეც: „რასაც ბოლო ხანს ვაკვირდებით, არის გადაწყვეტილება - აღარ გაგრძელდეს სვლა ევროკავშირისკენ გზაზე, არამედ, სინამდვილეში, შესაძლოა, ეს იყოს სვლა საპირისპირო მიმართულებით. ეს ცალსახად არის საპირისპირო მიმართულებით სვლა“. პორტუგალიელი დიპლომატი ცვლილების იმედს გამოთქვამს: „ევროპის პერსპექტივიდან ვხედავთ საქართველოს ევროპისგან დაშორების გადაწყვეტილებებს. იმედი გვაქვს, ეს შეიცვლება. იმედი გვაქვს, ეს არის დროებითი ვითარება, რომელიც თვეების შემდეგ შეიცვლება, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის ის, რაც საქართველოს ხალხს სურს. ვიმედოვნებთ, რომ, არჩევნებით თუ არჩევნების გარეშე, საქართველოში იქნება დემოკრატიის საფუძვლების დასუსტებიდან შემობრუნების პროცესი. მართალი ხართ, ოცდაათი წლის შემდეგ ასეთი რამ გასაკვირია ქართველებისთვის და ასევე, ეს არ არის ის, რასაც ევროპაში მოელოდნენ“. ჟოაო გომეშ კრავინიო ახლახან სტუმრობდა საქართველოს და მონაწილეობდა „საქართველოს უნივერსიტეტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „შეტევა დემოკრატიებზე: რადიკალიზაციის დინამიკა და ახალი მსოფლიო წესრიგი“. -- 🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 https://www.radiotavisupleba.ge გამოგვყევი 👇🏻 Youtube-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/5ek3z4e3 Facebook-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/yc84b2x3 Instagram-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/2cb8w3wp TikTok-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/3skhv3ws Threads-ზე 👉🏻 http://tinyurl.com/bddphfyp
რადიო თავისუფლება-ის სხვა ვიდეოები
რა იციან რუსეთში ბუჩაზე და რას უყვება რუსული მედია...
„ყველაფერი ერთი შეცდომით იწყება“
საზღვაო სეზონი "ოკუპირებულ" ბათუმში
ცოლ-ქმარი, რომელიც წიგნებს წერს
"ეს საქმეები არის ხუხულასავით აგებული"
რა შენდება და რა ინგრევა მთაწმინდაზე
მოსკოვის მითები ნატოზე - პერსპექტივა
მითი #2: ჩინეთიდან ამანათების მიღება არ არის უსაფრ...
მსგავსი ვიდეოები
ჟოაო ჟილბერტოს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
Ilia State University
რითია ჟოაო ფელიქსი განსაკუთრებული? - #4
Sportis Moedani - სპორტის მოედანი
EMCDDA ის წარმომადგენელი ჟოაო მატიასი ევროპულ ვებ გამოკითხვა...
ევროპული ვებ გამოკითხვა ნარკოტიკებზე - საქართველო
მადრიდის ატლეტიკომ ჟოაო ფელიქსი წარადგინა
Georgian Footy Channel
20 02 01 ჟოაო ჟილბერტოს ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი ნაწ...
ილიაუნის ჯაზის ხელოვნების პროგრამა
\u0026#039;ატლეტიკომ\u0026#039; ჟოაო ფელიში წარადგინა
PalitraNews
საუბარი რეზო თავაძესთან
M. Burk
2010 წლის ოქროს ბურთი I მესი, ინიესტა, სნეიდერი #3x4
Sportis Moedani - სპორტის მოედანი