#GAUფრთხილდი #13 ივნისი


ასე დაარქვეს GAU-ს სტუდენტებმა სოციალურ აქციას - #GAUფრთხილდი, რომელიც #13 ივნისს, თბილისის წყალდიდობის წლისთავზე ზოოპარკში გაიმართა და უამრავი ადამიანი გააერთიანა.

\"ეს არის გლოვის დღე და ასევე გამარჯვების სიმბოლო, რადგან ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - ერთიანობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გაძლიერება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანადგომისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!\" - ეს არის ერთ-ერთი GAUელის სიტყვები და საქველმოქმედო აქციის მთავარი მოტივაცია.

GAU-ს სტუდენტებისა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ყველა დაზარალებული მხარის ფონდში:

• სტიქიით დაზარალებულთა ფონდი;
• თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი;
• თბილისის ზოოპარკი.

13 ივნისს ზოოპარკში მოსულ სტუმრებს GAUელები სიურპრიზებით, სიმბოლური საჩუქრებით დახვდნენ და გადაიღეს სამახსოვრო სურათები, ასევე giff-ები, რომლის ნახვაც შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:

http://giffer.ge/ka-GE/event/190

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, სტუმარს და მოხალისე სტუდენტს, რომლებმაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატეს ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია