#GAUფრთხილდი #13 ივნისი


ასე დაარქვეს GAU-ს სტუდენტებმა სოციალურ აქციას, #GAUფრთხილდი - რომელიც #13 ივნისს, თბილისის წყალდიდობის წლისთავზე ზოოპარკში გაიმართა და უამრავი ადამიანი გააერთიანა.

\"ეს არის გლოვის დღე და ასევე გამარჯვების სიმბოლო, რადგან ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - ერთიანობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გაძლიერება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანადგომისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!\" - ეს არის ერთ-ერთი GAUელის სიტყვები და საქველმოქმედო აქციის მთავარი მოტივაცია.

GAU-ს სტუდენტებისა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ყველა დაზარალებული მხარის ფონდში:

• სტიქიით დაზარალებულთა ფონდი;
• თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი;
• თბილისის ზოოპარკი.

13 ივნისს ზოოპარკში მოსულ სტუმრებს GAUელები სიურპრიზებით, სიმბოლური საჩუქრებით დახვდნენ.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, სტუმარს და მოხალისე სტუდენტს, რომლებმაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატეს ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია:

#GAUფრთხილდი ადამიანებს
#GAUფრთხილდი ცხოველებს
#GAUფრთხილდი ბუნებას
#GAUფრთხილდით ერთმანეთს