სააკაშვილის სასამართლო - საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე


კიდევ ერთი ხმაურიანი სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის დასწრების გარეშე.

საუბარია საქმეზე, რომელზეც გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების, კერძოდ 9 მილიონამდე ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. ამავე საქმეს ჰყავს კიდევ ერთი ფიგურანტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელის სახით. წინა სხდომის მსგავსად, დარბაზში სააკაშვილის არყოფნა ამჯერადაც დაძაბულობის და სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზად იქცა. ადვოკატები პროკურატურას და სასამართლოს ექს-პრეზიდენტისთვის საკუთარი თავის დაცვის უფლების წართმევაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ ჯანმრთელობის და უსაფრთხოების რისკების არგუმენტით ბრალდებულს დისტანციურ მონაწილეობას, ან პროცესების ციხეში წარმართვას სთავაზობს გამოძიება, რასაც მოსამართლე ნაწილობრივ არ ეთანხმება. ადვოკატებმა საქმიდან მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან