„ტელესკოლის“ ახალი პროექტი


„ტელესკოლის“ პროექტში ეთნიკური უმცირესობებისთვის უკვე არსებულ გაკვეთილებს სხვადასხვა საგანი დაემატა. სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, ასევე სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების, ტელეგაკვეთილები ყოველდღიურად ჩატარდება და პირველიდან მეთორმეტე კლასის პროგრამაზე იქნება მორგებული. ამასთანავე, აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების ტელეგაკვეთილებიც გაიმართება.

„ტელესკოლა“ „პირველი არხი – განათლების“ ეთერით მოსწავლეებისთვის გადაიცემა. პროექტი ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები ყველა საგანში. „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ გაკვეთილებს გამოცდილი პედაგოგები ატარებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან