"მუსიკა გვაერთიანებს" - საქველმოქმედო კონცერტი

06/15/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

14 ივნისს, კონსერვატორიაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისამი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე, ცნობილ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებლებთან ერთად, რამდენიმე სოლო და ინტეგრირებული ნომრით წარდგა პარაორკესტრი - ორკესტრი შშმ პირთა მონაწილეობით. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
საქველმოქმედო კონცერტის ინიციატივა არასამთავრობო ორგანიზაციას \"მშობელთა ხიდი\" ეკუთვნის. ორგანიზაცია ათეული წლებია ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და ზრდასრულებზე.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.





http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან