ესაა თბილისური ჰევი მეტალ ჯგუფის „მძიმე ჯვარი“ პირველი ინგლისურენოვანი ჩანაწერები, რომელიც 1997 წელს გაკეთდა, ალბომი კი 2002 წელს გამოვიდა და მასში ბოლო აუდიო-ბილიკი არ შესულა. 2002 წელს გამოსულ მაგნიტოალბომში ერთი გვერდი ინგლისურენოვანი რეპერტუარი იყო, მეორე - ქართულენოვანი. სამწუხაროდ, მეორე გვერდის ჩანაწერები ჩემს არქივში არ არის. ეს ჩანაწერი კი აუდიოკასეტაზე მაქვს, რომელიც თავის დროზე ირაკლი ზიბზიბაძემ - ზიბომ ჩამიწერა.
ამ სიმღერების ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მუსიკოსებმა:
ლევან ბეიტრიშვილი - ვოკალი;
მამუკა ჩიხლაძე - გიტარა;
ლევან კაპანაძე - ბასი;
დათო ზიბზიბაძე - დრამი.
Playlist:
01-Jump Through The Fire 00:00
02-Advice Before Wake Up 03:36
03-Heavy Crosse 07:21
04-Dream In Reality 13:12
05-Limit It's Broken (2002 წლის ალბომში არშესული სიმღერა) 17:42
„მძიმე ჯვარი“ 1988 წელს შეიქმნა. 1992 წელს ჯგუფი ბალტიისპირეთში ლიეპაიას ფესტივალის ლაურეატი გახდა. დაწერა მუსიკა ქართული ფილმისათვის „ზნედაცემული ანგელოზები“. მისმა პირველმა ვოკალისტმა თემურ ბოჯგუამ მონაწილეობა მიიღო იალტის საესტრადო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალში და გაიმარჯვა, რის შემდეგაც ის რუსეთში დარჩა. ამის შემდეგ კოლექტივი დაიშალა და მისი წევრები სხვადასხვა პროექტებში იღებდნენ მონაწილეობას.
1996 წელს ჯგუფმა კვლავ განაახლა მუშაობა შემდეგი შემადგენლობით: მამუკა ჩიხლაძე (გიტარა), ლევან კაპანაძე (ბასი), დათო ზიბზიბაძე (დასარტყამები) და ლევან ბეიტრიშვილი (ვოკალი). 1997 წელს სტუდია „მელოდიაში“ „მძიმე ჯვარმა“ 5 სიმღერა ჩაწერა და იმავე წელს კლუბ „იუარში“ სოლო კონცერტი ჩაატარა. კიდევ რამდენიმე კონცერტის შემდეგ კოლექტივმა კვლავ დროებით შეწყვიტა მოღვაწეობა“.
ნაწყვეტი ჩემი სტატიიდან „მძიმე ჯვარს“ მოკრუტუნე ახალგაზრდები არ უყვარს“, რომელიც გამოქვეყნდა 2002 წლის 17 ივნისს გაზეთში „ახალი ვერსია“ https://anarekly.blogspot.com/2002/06...