ვადამდელი არჩევნები ყირგიზეთში

10.01.2021 00:38

ყირგიზეთში ოქტომბერში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და ქვეყნის მმართველობის ფორმის შესახებ რეფერენდუმი დღეს მიმდინარეობს. პრეზიდენტის თანამდებობისთვის 17 კანდიდატი იბრძვის. ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი სადირ ჯაპაროვია, რომელიც ოქტომბერში საპროტესტო გამოსვლების დროს მომიტინგეებმა პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდა. არჩევნებზე მისულმა მოქალაქეებმა ასევე უნდა აირჩიონ ყირგიზეთის რესპუბლიკის მმართველობის ფორმა. არჩევანის გაკეთება მათ შემდეგ ვარიანტებს შორის მოუწევთ – საპრეზიდენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო რესპუბლიკა ან ყველა ვარიანტის წინააღმდეგ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: