„ევროჯასტთან“ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება


„ევროჯასტსა“ და ქართულ მხარეს შორის ხელშეკრულებას ხელი დღეს მოეწერება. შეთანხმების გაფორმება ჰააგაში, „ევროჯასტის“ ცენტრალურ ოფისშია დაგეგმილი, რომელსაც „ევროჯასტის“ პრეზიდენტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი დაესწრებიან.

ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოსთან მოლაპარაკებები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირის სააგენტოებთან სექტორული თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანი, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან