ევროკავშირის საგანგებო სამიტი
ბელარუში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების განხილვის მიზნით, ევროკავშირის საგანგებო სამიტი დღეს გაიმართება. სამიტზე სიტყვით გამოვა სვეტლანა ციხანოვსკაია. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამიტზე ის ევროკავშირს მოუწოდებს ლეგიტიმიტურად არ აღიაროს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები. დღეს ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრის, ოლგა კოვალკოვასა და სერგეი დილევსკის სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ისინი გუშინ დააკავეს. კოვალკოვას მასობრივი შეკრების ორგანიზებაში ედება ბრალი. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თანამდებობიდან გაათავისუფლა სლოვაკეთში ბელარუსის ელჩი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაუჭირა მხარი. იგორ ლეშენას გათავისუფლების შესახებ ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელდა ვიდეოც, სადაც შავებში ჩაცმული ამოუცნობი პირები, ერთ-ერთი შენობიდან ბელარუსის ალტერნატიული დროშის ჩამოხსნას ცდილობენ. როგორც მედია წერს, ამოუცნობი პირები შენობაში შესვლას ჯერ მცხოვრებლებისთვის კარის გაღების თხოვნით ცდილობდნენ, შემდეგ კი საერთო აივნებზე მოხვდნენ, საიდანაც დროშის ჩამოხსნას შეეცადნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირის საგანგებო სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგანგებო სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგანგებო სამიტი - დღე მეორე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის საგანგებო სამიტი და უნგრეთის პოზიცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თურქეთ-ევროკავშირის საგანგებო სამიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპული საბჭოს სპეციალური სესია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მერვე საათია ევროკავშირის ლიდერები საგანგებო სამიტზე უკრაინი...
TV IMEDI