ეპიდემიოლოგიური ვითარება სკოლებში


სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - ამ დროისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, უწყების მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს და ისინი უზრუნველყოფენ თანამშრომელთა ტესტირებას, ხოლო იმ სკოლებში, სადაც მედიკოსები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება. სკოლებში უსაფრთხო გარემოს მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი პედაგოგები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ „პისიარ“ ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი - კვირაში ერთხელ სწრაფი, ანტიგენ-ტესტით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან