აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პალესტინის პრეზიდენტს შეხვდა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ რამალაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატები ვალდებულება, ღაზაში სასიცოცხლოდ აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და პირველადი დანიშნულების სერვისების განახლების შესახებ და აღნიშნა, რომ პალესტინელებს არ უნდა უწევდეთ იძულებით გადაადგილება. სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ვალდებულებას იმუშაოს პალესტინელთა ლეგიტიმურ მისწრაფებებზე - პალესტინის სახელმწიფოს დასამკვიდრებლად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ძალისხმევა დასავლეთ სანაპიროზე მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად, მათ შორის პალესტინელთა წინააღმდეგ ექსტრემისტული ძალადობის შეწყვეტის საჭიროებაზე. თავის მხრივ, მაჰმუდ აბასმა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივი შესვლის შესახებ გააკეთა მოწოდება. რამალადან ენტონი ბლინკენი კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში გაემგზავრა, საიდანაც შემდეგ თურქეთს ეწვევა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ენტონი ბლინკენი მაჰმუდ აბასს შეხვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანკარას ეწვია
PalitraNews
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აკრიტიკებს რუსეთს
რადიო თავისუფლება
მაიკ პომპეო: „აშშ მოუთმენლად ელის ერთ დღეს საქართველოს მიღებ...
რადიო თავისუფლება
"დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის,"- ენტონი ბლინკენი
ამერიკის ხმა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს რამდენიმე წუთში ეწვევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster