შინაგან საქმეთა სამინისტრომ გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა

17.02.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული რ.ბ. და 1997 წელს დაბადებული ნ.ბ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული გ.ხ. და 1998 წელს დაბადებული ზ.ს, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა რ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, ხოლო ნ.ბ. თბილისში დააკავეს. გამოძიება ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ ქუთათელაძის გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა
00:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალ ქუთათელაძის გახმაურებული...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა
01:48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ 2018 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული  ფაქტი გახსნა
00:42

პოლიციამ 2018 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ 2018 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული  ფაქტი გახსნა
01:42

პოლიციამ 2018 წელს მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

14 წელი ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან
05:24

14 წელი ბუტა რობაქიძის მკვლელობიდან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მკვლელობა? გორში რესტორან„ჯოზეფში\"ჩხუბის 20 მონაწილე და მხოლოდ 1 ბრალდებული მოკრივე თარაშ კანდელაკი!
05:49

მკვლელობა? გორში რესტორან„ჯოზეფში"ჩხუბის 20 მონაწილე და მხოლ...

გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 1 პირი
00:28

გურიაში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გახმაურებული მკვლელობის საქმე
03:26

გახმაურებული მკვლელობის საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო