სარეაბილიტაციო სამუშაოები ვარძიასა და ჭაჭკარში

09/14/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

13 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალს და სოფელ ჭაჭკარს ეწვია და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
ვარძიაში ამ დროისათვის მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს.
მნიშვნელოვანია, რომ ვარძიაში პირველად დაიწყო ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაოები - ამ ეტაპზე, ხორციელდება მისაწვდომობის აუდიტის კვლევა. მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია ადაპტირებული გარემოს არქიტექტურული პროექტის შემუშავება და უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელება. შედეგად, ვარძიის კომპლექსის დათვალიერებას შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ინკლუზიური ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნით, დღეს მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ შორის.
ასევე ამ დროისათვის მიმდინარეობს კლდის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის დამაგრებასა და ბურღვითი მეთოდით კლდის დიდი მასივების გამაგრებით სამუშაოებს.

მნიშვნელოვანია, რომ ვარძიაში პირველად დაიწყო ინკლუზიური ტურიზმის განვითარების მიმართულებით სამუშაოები - ამ ეტაპზე, ხორციელდება მისაწვდომობის აუდიტის კვლევა. მომდევნო ეტაპებზე დაგეგმილია ადაპტირებული გარემოს არქიტექტურული პროექტის შემუშავება და უნივერსალური დიზაინის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით განხორციელება. შედეგად, ვარძიის კომპლექსის დათვალიერებას შეძლებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. ინკლუზიური ტურიზმის შემდგომი განვითარების მიზნით, დღეს მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ შორის.
ასევე ამ დროისათვის უკვე მიმდინარეობს სოფელ ჭაჭკარის გაწმენდითი და საპროექტო სამუშაოები.








http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან