პროექტი „კინო სკოლაში“ დაჯილდოების ცერემონია
10 დეკემბერს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. „კინო სკოლაში“, უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 216 სკოლა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებიც. აღსანიშნავია, რომ წელს, „კინო სკოლაში“ Creative Europe-ს მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სულ, 4 კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი. სპეციალურად დაჯილდოების ცერემონიისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, თბილისში 200-ზე მეტი კინოსკოლელი ჩამოვიდა. ვრცლად იხილეთ ► http://gov.ge/s/7c324 http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე საზაფხულო კინოსკოლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტი "კინო სკოლაში" [დილა მესამეზე]
დილა მესამეზე
პროექტი „კინო სკოლაში“ ონლაინ პლატფორმა მოსწავლეებისთვის
TV IMEDI
პროექტი "კინო სკოლაში" (აფხაზეთის მე-10 სკოლა ერთ-ერთი დავალ...
Natuktuk Gabunia
პროექტი „კინო სკოლაში“ ახალ სეზონს იწყებს
culturegovge culturegovge
საჯარო სკოლებში პროექტი „კინო სკოლაში" ხორციელდება
MES Georgia
“კინო სკოლაში“ - ეროვნული კინოცენტრის პროექტი
კომუნიკატორი / C სტუდია