პროექტი „კინო სკოლაში“ დაჯილდოების ცერემონია

12/11/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

10 დეკემბერს, კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გაიმართა პროექტის „კინო სკოლაში“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.
„კინო სკოლაში“, უკვე მეოთხედ ჩატარდა. წლევანდელ პროექტში ჩართული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 216 სკოლა, მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან და მაღალმთიან სოფლებში მდებარე სასწავლო დაწესებულებებიც. აღსანიშნავია, რომ წელს, „კინო სკოლაში“ Creative Europe-ს მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, სულ, 4 კონკურსი იყო გამოცხადებული: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო პოსტერი, საუკეთესო რეცენზია, საუკეთესო კინოკლუბის ოთახი.
სპეციალურად დაჯილდოების ცერემონიისთვის, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, თბილისში 200-ზე მეტი კინოსკოლელი ჩამოვიდა.

ვრცლად იხილეთ ► http://gov.ge/s/7c324




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან