რომის პაპის განცხადება

06.06.2021 01:10

რომის პაპი კანადაში ყოფილ სკოლა-პანსიონატში აღმოჩენილი 215 ბავშვის ნეშტის საქმეს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, ფრანცისკემ დღეს ქადაგებისას განაცხადა. მან მოუწოდა კანადის ხელისუფლებას და კათოლიკურ ეკლესიას ითანამშრომლონ, რათა ამ საქმის დეტალები ცნობილი გახდეს. მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკური ეკლესია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეკლესიამ უნდა აღიაროს საკუთარი როლი პანსიონატებში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, კანადაში, სკოლა-პანსიონატში, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, 215 ბავშვის ნეშტი მაისის ბოლოს აღმოაჩინეს. ამ სკოლას, ისევე როგორც სხვა ანალოგიურ დაწესებულებებს, წლების განმავლობაში კათოლიკური ეკლესია მართავდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: