რამდენიმე წუთის წინ ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს ბრალი წაუყენეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით.
ბრალი წარდგენილი აქვს 5 პირს.
გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ახალქალაქში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან რამდენიმე პირს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირებვა, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს აღნიშნული ოპოზიციური პარტიის შტაბის წევრებმა. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცველებმა ინტენსიური საგამოძიებო ოპერატიული მოქმედებები ჩაატარეს, გამოიკითხნენ დაპირისპირებაში მონაწილე პირები, მოწმეები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაციას ფლობდნენ.
გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაიწყო, შემდგომში კი გადაკვალიფიცირდა და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით გრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულებს შორის არიან დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმა და მისი შვილი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.