სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 15 თებერვალს იმსჯელებს
15 თებერვალს გახდება ცნობილი, შეუწყდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს. საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. სხდომას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა წარედგინება, რომელმაც სამივე მათგანისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა, თუმცა კომიტეტის ხელმძღვანელობამ აღნიშნა, რომ მათ სამართლებრივი საკითხებით იხელმძღვანელეს, პლენარულ სხდომაზე კი დეპუტატები პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. როგორი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს 14 თებერვალს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც უმრავლესობის სხდომა გაიმართება. სწორედ უმრავლესობის ფორმატში მოხდება ამ საკითხზე მსჯელობა. ბადრი ჯაფარიძის შემთხვევაში საკითხის განხილვის მიზეზი სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადეპუტატო უფლებამოსილების საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის“ სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის“ სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„პატრიოტთა ალიანსის“ სია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster