გლოვის დღე იტალიაში


იტალიაში გლოვის დღეა.
გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულები დღეს დაკრძალეს. გენუაში სამოქალაქო პანაშვიდზე სამთავრობო დელეგაციაც ჩავიდა. ტრაგედიას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთაგან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია. რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, რის გამოც შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს.
იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის დიდი მონაკვეთი 14 აგვისტოს ჩამოინგრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან