„ნაციონალურმა მოძრაობამ" ყარაჯალაში კანდიდატები წარადგინეს
04.06.2014
01:40
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მხარდამჭერებს შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა გააცნეს. გიგა ბოკერიამ და დავით ბაქრაძემ თელავის გამგებლობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ადგილობრივებმა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს სოფელში არსებული პრობლემები გააცნეს და დახმარება სთხოვეს. კანდიდატები, გამარჯვების შემთხვევაში, შეხვედრაზე მოსულ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1mU8O49