პოლიციამ ქობულეთში მომხდარი ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

24.10.2020 00:43

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქობულეთში მომხდარი, ინკასატორის გაძარცვის ფაქტი გახსნეს. ძარცვის ბრალდებით დაკავებულია 1986 წელს დაბადებული გ.მ. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ ქობულეთში, "საქართველოს ბანკის" სერვისცენტრის მიმდებარედ, თავს დაესხა შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯიას" ინკასატორს, რომელსაც ამავე კომპანიის კუთვნილი ფული - 55 000-მდე ლარი ძალადობის გამოყენებით გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა გ.მ. ქობულეთში დააკავეს. პოლიციამ, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაძარცვი თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ძარცვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
00:21

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
00:18

პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:17

აჭარის პოლიციამ ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვა...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მკვლელობა ქობულეთში - სასამართლო პროცესი
01:17

მკვლელობა ქობულეთში - სასამართლო პროცესი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
00:21

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სახელმწიფოს თუ ოჯახის გულგრილობა - რას ფიქრობენ ახალციხეში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე
02:03

სახელმწიფოს თუ ოჯახის გულგრილობა - რას ფიქრობენ ახალციხეში 1...

მეცხრე არხი ახალციხე

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
00:28

პოლიციამ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიციამ ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტები გახსნა
00:40

პოლიციამ ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო