ევროკავშირი რუსული გაზის სრულად ჩანაცვლებას აპირებს

21.05.2022 01:09

ევროკავშირი რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლებას 2027 წლისთვის გეგმავს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „რუსეთი გაზის უმსხვილესი მიმწოდებელია ევროპაში, მასზე ჩვენი მოხმარების 40% მოდის. ჩვენ გვინდა, თავი დავაღწიოთ ამ დამოკიდებულებას 2027 წლისთვის. ჩვენ მიერ რუსეთიდან შემოტანილი გაზისა და ნავთობის უმეტესი წილი ჩანაცვლდება განახლებადი წყაროებით, ენერგოეფექტიანობითა და ენერგიის დაზოგვით. გაზის იმ რაოდენობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ჯერ კიდევ იქნება საჭირო, ევროკავშირმა უნდა გაზარდოს იმპორტი არარუსული წყაროებიდან“, - განაცხადა ბორელმა. ის ასევე აღნიშნავს, რომ ენერგეტიკა ყოველთვის იყო გეოპოლიტიკური საკითხი და ახლა ეს კიდევ უფრო აშკარა გახდა. „წლებია, ჩვენ განვიხილავთ ენერგეტიკის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობას რუსეთიდან, ქვეყნიდან, რომელიც ენერგიას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ნაბიჯის გადადება - ჩვენ ვაფინანსებთ კრემლის შესაძლებლობას, აწარმოოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ არის იოლი საქმე და მოითხოვს თანამშრომლობას ბევრ ასპექტში, რაც აისახება ევროპის ენერგეტიკული განახლების გეგმაში, - ამბობს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროპული საბჭოს სპეციალური სესია
04:38

ევროპული საბჭოს სპეციალური სესია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპა რთული ზამთრისთვის ემზადება, მიზეზი რუსული გაზია
05:37

ევროპა რთული ზამთრისთვის ემზადება, მიზეზი რუსული გაზია

ამერიკის ხმა

უკრაინა რუსული გაზის შესაძლო გათიშვისთვის ემზადება
00:50

უკრაინა რუსული გაზის შესაძლო გათიშვისთვის ემზადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მოლდოვა გაზის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე
04:28

მოლდოვა გაზის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენი გადაკეტა
04:29

რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენი გადაკეტა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპა გაზის დამატებით წყაროებს ეძებს
03:23

ევროპა გაზის დამატებით წყაროებს ეძებს

ამერიკის ხმა

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე
05:51

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ ევროპელ მოკავშირეებს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში ეხმარება
02:44

აშშ ევროპელ მოკავშირეებს გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაში ეხ...

ამერიკის ხმა

ყველა ვიდეო