საარჩევნო პროცესს დარღვევების გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია.
დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ ეპიცენტრად ზუგდიდი იქცა, სადაც ხმაური დილიდანვე დაიწყო. ზუგდიდის მე-10 უბანზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია ხუთი ადამიანი, რომელთა შორის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო რუსთავის ერთ-ერთ უბანზეც.
ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს ხელისუფლებას ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი. ყველაზე მეტი პრეტენზია ოპოზიციას უბნებთან კოორდინატორების მობილიზების გამო ჰქონდა. ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ გაყალბების სხვადასხვა სქემის გამოყენებაში სდებს ბრალს. მმართველი გუნდი კი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვის და პროვოკაციების მცდელობაზე აკეთებს აქცენტს. ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ საარჩევნო უბნებიდან 100-მეტრიან რადიუსს მიღმა ამომრჩეველთა სიებით ყოფნა და ამომრჩევლების აღრიცხვა კანონით ნებადართულია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.