უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის გამზირზე


ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა გამოძიების შეკითხვებს, ბინის მეპატრონე, სადაც გუშინ 7 ადამიანი გარდაიცვალა.
ალექსანდრე მურადოვმა ისნის პოლიციის შენობა სავარაუდოდ სათადარიგო კარიდან დატოვა, რის გამოც ჟურნალისტებს მისი კომენტარის ჩაწერის შესაძლებლობა არ მიეცათ. საქმესთან დაკავშირებით, განყოფილებაში ის შუამავალიც გამოკითხა, რომლის დახმარებითაც, მურადოვმა ბინა გააქირავა. პოლიციაში იყვნენ დაბარებულები კომპანია „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, ადგილობრივი მცხოვრებელბი და ის პირები, რომლებმაც სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან