ხანძარი ბათუმში

20.12.2020 01:04

ხანძარი იყო ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მთლიანად დაიწვა ბარაკული ტიპის სახლი, რის შედეგადაც ორი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დაზარალებულებს ბათუმის მერია დახმარებას დაპირდა, მანამდე კი, ოჯახები დროებით სასტუმროში დააბინავეს.  შემთხვევის ადგილზე  სახანძრო-სამაშველო სამსახურის შვიდი ეკიპაჟი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: