აქცია რუსთაველზე - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
მთავრობის გადადგომის მოთხოვნისა და ერთკვირიანი ვადის დაწესების შემდეგ, როგორია ახლა პოლიტიკური დღის წესრიგი და რა გეგმები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. ოპოზიციის ნაწილი სრულად იზიარებს მოთხოვნებს, რომლებიც გუშინ საპროტესტო აქციებზე გაჟღერდა. მათი თქმით, ვითარებიდან გამოსავალი პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ეროვნული თანხმობის გარდამავალი მთავრობის დაკომპლექტებაა, რომლის მთავარი მიზანიც ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობა იქნება. თუმცა, არის განსხვავებული მოსაზრებებიც. მაგალითად, „გირჩში“ ამბობენ, რომ მთავრობის გადადგომის მოთხოვნა შექმნილ ვითარებაში არასერიოზულია. პარტიის წევრებისთვის გაუგებარია, როგორ უნდა დაკომპლექტდეს და ვინ უნდა დააკომპლექტოს გარდამავალი მთავრობა. მათ მიაჩნიათ, რომ მთავარი მოთხოვნა იმ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უნდა იყოს, რომლითაც პოლიტიკური პარტიებისთვის ბარიერი შემცირდება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის მიზანი არა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, არამედ ქვეყანაში ვითარების დაძაბვაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
4 ოქტომბრის საპროტესტო აქცია - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 09:00 საათზე - 18 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 18 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 09:00 საათზე - 19 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 11:00 საათზე - 21 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 14:00 საათზე - 21 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 21 აპრილი, 2024 წელი
TV IMEDI
ქრონიკის სპეციალური გამოშვება - შალვა პაპუაშვილის კომენტარი
TV IMEDI