პუტინმა „ოცეულის“ სამიტი ნაადრევად დატოვა

16.11.2014 02:41

რუსეთის პრეზიდენტმა ავსტრალიაში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტი ვადაზე ადრე დატოვა. სამუშაო ვახშმის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ბრისბენიდან ნაადრევი გამგზავრების გადაწყვეტილება გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღო. პუტინის განცხადებით, სამუშაო ვახშამზე სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით არ წავიდა. დასავლური პრესის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო, სამიტის წევრებისაგან კრიტიკის ობიექტი გახდა. ვლადიმერ პუტინმა „დიდი ოცეულის“ სამიტი შემაჯამებელი კომუნიკეს გამოქვეყნებამდე დატოვა. ნახეთ რეპორტაჟი ავსტრალიიდან.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო