2023 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდება


2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 500 მლნ ლარით იზრდება. პრემიერ-მინისტრ განცხადებით, ფინანსური დოკუმენტის კორექტირების შესაძლებლობა მთავრობის სწორი პოლიტიკით და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. მისივე თქმით, წელს ბიუჯეტი კონსერვატიულად დაიგეგმა და 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე იყო გათვლილი, თუმცა, წლევანდელი ბიუჯეტი ზრდის მიმართულებით დაკორექტირდება. მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტს მთავრობა პარლამენტს წარუდგენს. ხოლო რაც შეეხება 2024 წლის ბიუჯეტს, მუშაობა დაწყებულია და მისი პირველადი ვერსია პარლამენტს სექტემბრის ბოლოს გადაეგზავნება.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან