პოზნერის ჩაშლილი ვოიაჟი თბილისში

01.04.2021 09:39

მწვავე პროტესტის ფონზე ჩავლილი ვახშამი, ჩაშლილი წვეულება და ნაადრევად შეწყვეტილი თბილისური ვოიაჟი - დაძაბული ღამის შემდეგ ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა თბილისი ორი დღით ადრე, გამთენიისას დატოვეს. კომენდანტის საათის დროს გამართული ხალხმრავალი წვეულების გამო ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მისი სტუმრების უმრავლესობა 2-2 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. იმ ადამიანის სტუმრობამ, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთზე უმძიმესი განცხადებები აქვს გაკეთებული, ქვეყანაში ისედაც მწვავე პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გააღრმავა და ორმაგი სტანდარტებიც უფრო თვალსაჩინო გახადა. ოპოზიცია მმართველ გუნდს რუსი ჟურნალისტისთვის პრივილეგირებული პირობების შექმნაში ადანაშაულებს და სვამს კითხვას, რატომ მისცა საერთოდ ხელისუფლებამ საქართველოზე მიუღებელი განცხადებების ავტორს ქვეყანაში შემოსვლის უფლება. „ქართული ოცნება“ კი ოპონენტების ორმაგ სტანდარტებსა და ფსევდო პატრიოტიზმზე მიუთითებს კონკრეტული სახელ-გვარებით და ფაქტებით უახლოესი წარსულიდან, რასაც არქივიც ინახავს. აქცენტი კეთდება პრორუსული განცხადებებით ცნობილ ნინო ბურჯანაძეზეც, რომელიც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი სახეა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გიგი წერეთელი სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირებებზე, პოზნერის ვოიაჟზე, ჩაშლილ მოლაპარაკებაზე
05:22

გიგი წერეთელი სახელისუფლებო გუნდში დაპირისპირებებზე, პოზნერი...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოზნერის დაბადების დღე იყო შეფუთვა, დიდ ინვესტიციებზე უნდა ყოფილიყო საუბარი, ჩავუშალეთ - ჩარკვიანი

პოზნერის დაბადების დღე იყო შეფუთვა, დიდ ინვესტიციებზე უნდა ყ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოზნერის და მისი დელეგაციას შემოშვება შეთანხმებული იყო  უმაღლეს დონეზე, ჰქონდათ საშვები - კანდელაკი

პოზნერის და მისი დელეგაციას შემოშვება შეთანხმებული იყო უმაღ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ საქართველოში რუსულ საქმეს - კოპბახიძე
07:50

პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ ადამიანები, რომლებიც აკეთებენ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

პოზნერის ხმაურიანი ვოიაჟი თბილისში / უშედეგო მოლაპარაკებები და პრემიერის გზავნილი #LIVE
01:01:25

პოზნერის ხმაურიანი ვოიაჟი თბილისში / უშედეგო მოლაპარაკებები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოზნერის ვიზიტს გორში მოქალაქეები ეხმაურებიან
02:59

პოზნერის ვიზიტს გორში მოქალაქეები ეხმაურებიან

Trialeti TV

პოზნერის \"გულაობა\"
05:52

პოზნერის "გულაობა"

TV IMEDI

პოზნერის საქართველოში ვიზიტი და პოლიტიკური შეფასებები გორში 1.04.2021
03:13

პოზნერის საქართველოში ვიზიტი და პოლიტიკური შეფასებები გორში...

Tv Dia

ყველა ვიდეო