საახალწლო ღონისძიებები რესპუბლიკის მოედანზე


თბილისში საახალწლო ღონისძიებები დღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და ბენდების გრანდიოზული შოუ პროგრამით  დასრულდება. თუმცა, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი ხვალაც იფუნქციონირებს.

თითქმის სამი კვირის განმავლობაში სოფელმა ასეულობით ადამიანს უმასპინძლა. იმართებოდა საბავშვო აქტივობები, კონცერტები, ზღაპრის გმირების წარმოდგენები და ნაძვის ხის ხელნაკეთი აქსესუარების ვორქშოფები. წელს თბილისის საშობაო ბაზარმა გააერთიანა პროექტები „დააგემოვნე თბილისის ქუჩებში“ და „თბილისური ბაზარი“. მოწყობილი იყო საახალწლო გამოფენა-გაყიდვა, აგრო, ღვინის და სამეწარმეო ბაზარი. 25 დეკემბრიდან, ყოველ საღამოს, ტარდებოდა ქართული ესტრადის ვარსკვლავებისა და მუსიკალური ბენდების კონცერტები, ასევე დიჯეების მუსიკალური წარმოდგენები.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან