ტერეზა მეის თქმით, ლონდონში ღამით მომხდარი ფაქტი „პოტენციურ ტერორისტულ თავდასხმად“ განიხილება
ლონდონში „ფინსბერი პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო შეხვედრა დანიშნა - იუწყება „ბი-ბი-სი“. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცველები მომხდარს უკვე „პოტენციური ტერორისტული თავდასხმად“ განიხილავენ. 00:20-ზე მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია ერთი მამაკაცი, დაშავებულია - 10. 8 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში გადის. მოქალაქეებმა პოლიციის მისვლამდე მიკროავტობუსის მძღოლი - 48 წლამდე მამაკაცი დამოუკიდებლად დააკავეს, შემდეგ კი, სამართალდამცველებს გადასცეს. პოლიცია თავდაპირველად, მომხდარს „სერიოზულ ინციდენტად“ აფასებდა. დიდი ბრიტანეთის მუსლიმური საბჭო მომხდარს ისლამურ საზოგადოებაზე გამიზნულად განხორციელებულ თავდასხმად აფასებს. საბჭოს თავმჯდომარე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რომ მძღოლმა გამიზნულად გადაუარა ხალხს, რომელიც რამადანის წმინდა თვეში, საღამოს ლოცვის შემდეგ მეჩეთიდან გამოდიოდა. ამ დროისთვის, ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ტერეზა მეის პოლიტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ტერეზა მეის ცეკვა აფრიკულ ჰანგებზე
Business Media Georgia
მინისტრთა კაბინეტმა ტერეზა მეის ბრექსიტის შეთანხმების პროქტს...
PalitraNews
40 კონსერვატორი დეპუტატი ტერეზა მეის გადადგომას ითხოვს
PalitraNews
დონალდ ტრამპი ტერეზა მეის შეხვდა
Maestro Television
ბრიტანეთი მზად არის აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებისთვის
ამერიკის ხმა
ლავროვის უწყებამ მარია ზახაროვასა ტერეზა მეის ცეკვები გამოაქ...
Ana Papidze
ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსითის შესახებ ტერეზა მეის შეთავაზ...
PalitraNews