კვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა - თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მარცხენა მხარეს. ახმეტიდან 12 კმ-ზე.
ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა გუმბათოვანი ეკლესია.
წყაროებში პირველად კვირიკე III-ის მეფობის (1010-1037) დროიდან, XI საუკუნის I ნახევრიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. იყო კახეთის სამთავროს (შემდეგ სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი. საქალაქო ცხოვრების კვალი XIII საუკუნიდან ისპობა და შემდეგ წყაროებში იგი აღარ იხსენიება.
1968 წელს კვეტერაში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერის ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
კვეტერის ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიება ადასტურებს ამ ვერსიას.
კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო.
საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.
#Kvetera
#Church
#Patriarchate
#Akhmeta
#Kakheti
#Georgia