უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დაკრძალეს
04/16/2022
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან რუსთავის სიონის ტაძარში გაიმართა. დაღუპული ქართველი მებრძოლის ხსოვნას, ოჯახის წევრებთან ერთად, საზოგადოების წევრებმა და პოლიტიკოსებმა მიაგეს პატივი. ქართველი მებრძოლი, დავით მენაბდიშვილი 9 აპრილს უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის მახლობლად, შეტაკების დროს ქართველ მებრძოლთან, ნიკა შანავასთან ერთად დაიღუპა.
დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა სამშობლოში 15 აპრილს ჩამოასვენეს. მოქალაქეები დაღუპულთა ჩამოსვენებას სანთლებით, ასევე საქართველოსა და უკრაინის დროშებით დახვდნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.
21 წლის ნიკა შანავას საგვარეულო სასაფლაოზე, ასევე სამხედრო პატივით ხვალ დაკრძალავენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.