დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილე


დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილე და 2019 წლის გამოსაშვები საღამო გაიმართა „რესპუბლიკაში“.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მან სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი წარმატებული ექიმები იქნებიან როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

იუბილეზე უნივერსიტეტის რექტორმა უხუცესი თანამშრომლებიც დააჯილდოვა.

ცერემონიალის დასასრულს სტუდენტებმა ახალი ტრადიციის თანახმად ჰიმნი შეასრულეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან