ტრაგედია ვაკის პარკში - მიმდინარე გამოძიება
10/15/2022
უმძიმესი ტრაგედიის მესამე დღე - 13 წლის მარიტა მეფარიშვილი დღეს დაკრძალეს, სამოქალაქო პანაშვიდი ვაკის სამების ტაძარში გაიმართა. შემთხვევისას დაშავებული ერთი მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს, 13 წლის ლაზარე კი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, ის მართვით სუნთქვაზე აღარ არის, ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური, მოზარდი კი კონტაქტურია, თუმცა, მაინც რჩება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.
რაც შეეხება გამოძიებას, მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს, გვიან ღამით სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის „გრინსერვის პლუსის“ დირექტორისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულდა, მისი თქმით, შადრევანი ორი თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმში იყო და დარღვევები არ გამოვლენილა. ლაშა ფურცხვანიძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ მომხდარი წინასწარ განზრახულ ქმედებას ჰგავს, რაც გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ფურცხვანიძე გამოკითხვაზე დღესაც დაიბარეს.
მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი კი, რომელმაც პროექტი ჩაიბარა, აცხადებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ჩატარებული სამუშაოები საჭირო სტანდარტებს სრულად შეესაბამებოდა.
რა ეტაპზეა გამოძიება, რომელმაც მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - რატომ გარდაიცვალა 13 წლის მოზარდი? ვაკე-საბურთლოს სამმართველოსთან გენო ოსიყმაშვილი მუშაობს, რომელიც პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციას გაგვაცნობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.