საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო გმობს საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასიურად ჩართვის მიზნით. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაერო-ს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
TV IMEDI
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster