„სეანსი“ - მოგზაურობა ფსიქოთერაპიის სამყაროში


პირველი არხის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი. ორშაბათიდან ჩვენს ეთერში ცნობილი ამერიკული სერიალის, „ინ თრითმენთის“ ქართული ანალოგი „სეანსი“ გადის, რომელმაც საკმაოდ მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა. ფსიქოთერაპევტისა და პაციენტების სეანსებზე აგებული ფსიქოლოგიური დრამის ყურებადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.  

„სეანსის“ გმირებს ისეთი პრობლემები აწუხებთ, როგორიცაა დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება და სხვა. სერიალში ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართველი მსახიობები თამაშობენ. მათ შორისაა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი - რეზო ჩხიკვიშვილი. სერიალის პირველი სეზონი 45 ეპიზოდისგან შედგება და მასზე რეჟისორმა, თინათინ გურჩიანმა იმუშავა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან